მარიუპოლის დამცველები და სნაიპერები ბახმუტიდან – უკრაინამ რუსების ტყვეობიდან კიდევ 116 ადამიანი გაათავისუფლა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 116 ადამიანი დაიბრუნა. მათ შორის არიან მარიუპოლის დამცველები, ხერსონის პარტიზანები, ბახმუტის მიმართულების სნაიპერები და სხვა გმირები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
გათავისუფლებულებს შორის ორი ოფიცერი და 114 რიგითი და სერჟანტია.
ერმაკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების 87-მა ჯარისკაცმა მოახერხა სახლში დაბრუნება.
საუბარია ასევე რვა სამხედროზე, შვიდ ეროვნულ გვარდიელზე, ექვს პოლიციელზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხუთ, საზღვაო ფლოტის ორ და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთ წარმომადგენელზე.
უკრაინულმა მხარემ ასევე დაიბრუნა უკრაინელი მოხალისე ჯარისკაცის ევგენი კულიკის ცხედარი, რომელიც საფრანგეთის საგარეო ლეგიონში მსახურობდა და რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ უკრაინის დასაცავად დაბრუნდა.
<iframe width=”560″ height=”315″ src=”https://www.youtube.com/embed/s447r0cH_Do” title=”YouTube video player” frameborder=”0″ allow=”accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share” allowfullscreen></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს