
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენი პოზიციაა, რომ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ერთად იმუშაონ ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესასრულებლად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ კლეიტონმა განუცხადა.
“დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი და შესაბამისად, აღარ არის პირდაპირ ჩართული ევროკომისიის 12 რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესში, თუმცა, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობისკენ. ამის უკან დგას ძალიან საბაზისო დემოკრატიული მომენტი, კერძოდ ის, რომ ქართველმა ხალხმა თქვა – მათ სურთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და როგორც ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია ამბობს, ისინიც მხარს უჭერენ ამ წევრობას.
ჩვენი პოზიციაა ის, რომ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად ამ 12 მოთხოვნის შესასრულებლად“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.
თაგები:
მარკ კლეიტონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს