მარკ მილი – ეს მნიშვნელოვანი და ძალიან რთული სამხედრო ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არ არის


ავტორი
Front News საქართველო
ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინა წელს მთელ რუსულ ძალებს განდევნის თავისი ტერიტორიებიდან, ეს ძალიან რთული ამოცანაა, – ამის შესახებ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.
“არა მგონია, რომ ეს მოკლევადიან პერსპექტივაში გაკეთდება“, – აღნიშნა მილიმ.
ამასთან, მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალზედ რთული სამხედრო ამოცანაა, მისი შესრულება შესაძლებელია.
“ზელენსკიმ საჯაროდ არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის მიზანია რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან ყველა რუსის განდევნა. და ეს მნიშვნელოვანი სამხედრო ამოცანაა, ძალიან რთული სამხედრო ამოცანაა, რადგან რამდენიმე ასეული ათასი რუსი იმყოფება უკრაინაში. მე არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მე უბრალოდ ვამბობ, რომ ეს ძალიან რთული ამოცანაა“, – განაცხადა მილიმ.
თაგები:
მარკ მილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს