მარკო მიხელსონი - ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი წერს.
მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს.
"როგორც ჩანს, ქართული დიქტატურის მიზანია მთლიანი პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელარუსში.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს. ქართული რეჟიმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები გარდაუვალია თუ დემოკრატიები აპირებენ წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის იმპერიის გაფართოების ამბიციებს”, - წერს მარკო მიხელსონი.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მელია ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არსებული ინფორმაციით, ის დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
თაგები:
მარკო მიხელსონი




