
ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ყველა მათ ქმედებაზე, რათა ერთ დღეს, შეძლოთ, გახდეთ ევროკავშირის წევრები, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის წევრმა მარკო მიხელსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს წელი საქართველოსთვის გადამწყვეტია.
“საქართველოსთვის ეს წელი გადამწყვეტია. მომავალ თვეში თქვენ გაქვთ არჩევნები, სადაც უნდა გადაწყვიტოთ – ევროპა გინდათ თუ რუსეთი. ძალიან შეწუხებული ვართ იმის ნახვით, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აქცევს. არ ვფიქრობ, რომ ამჟამინდელ მთავრობას შეუძლია ევროკავშირის რეალური პარტნიორი გახდეს და ქვეყანა კანდიდატის სტატუსზე უფრო შორს წაიყვანოს. ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა უნდა დააკისროს ყველა მათ ქმედებაზე, რათა ერთ დღეს, შეძლოთ, გახდეთ ევროკავშირის წევრები”, – განაცხადა მარკო მიხელსონმა.
თბილისში ჯორჯ ბუშის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკური ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის მე-8 კონფერენცია “გარდამტეხი წელი” მიმდინარეობს.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს