მარკოს პერესტრელო – გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საქართველოს ერთგულების გადახედვა ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი


ავტორი
Front News საქართველო
გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვა, რაც განსაზღვრავს ჩვენი პარტნიორობის სამომავლო განვითარებას, – ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მარკოს პერესტრელომ განაცხადა.
მისი თქმით, კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი შეუვალი ერთგულება დემოკრატიული, ევროპული საქართველოსადმი.
“საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ბოლოს და ბოლოს უნდა მოუსმინონ ხალხს და შეწყვიტონ მათ მიერ შემუშავებული დემოკრატიული უკუსვლა. ჩვენი ასამბლეა მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ამას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვა, რაც განსაზღვრავს ჩვენი პარტნიორობის სამომავლო განვითარებას. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისადმი, გივი მიქანაძისადმი გაგზავნილ წერილში, მე მოვუწოდე მას და ქართული დელეგაციის სხვა წევრებს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე სასწრაფოდ დასაბრუნებლად“, – აცხადებს მარკოს პერესტრელო.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს