მარნეულის მერიასთან ხმაური და დაპირისპირებაა


ავტორი
Front News საქართველო
ხმაური და დაპირისპირებაა მარნეულის მერიასთან, სადაც შენობაში შესვლა აქციის მონაწილეებს სურს. აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი მუმლაძის ძმა სამსახურიდან გაათავისუფლეს.
აქტივისტები აცხადებენ, რომ სიმონ მუმლაძის სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
მათ შეხვედრა მარნეულის მერიის წარმომადგენელთან ითხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი შენობაში შესვლა თავად სცადეს. გარკვეული შეხლა-შემოხლის შემდეგ შენობაში შესვლა ნიკა ნარსიამ, გიორგი მუმლაძემ და რამდენიმე აქტივისტმა შეძლო. აქტივისტები ვარაუდობენ, რომ გიორგი მუმლაძეს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწროდნენ.
სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.
სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წელი მუშაობდა, თუმცა მას 2 დღის წინ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება გიორგი მუმლაძის საქმიანობას უკავშირდება.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს პოლიტიკური დევნა და სიმონ მუმლაძე სამსახურში დააბრუნონ.
თაგები:
