მარნეულში მამა-შვილი დაჭრეს
სამართალი
481

ავტორი
Front News საქართველო
მარნეულში, ოქროს ბირჟაზე მამა-შვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
ამ დროისთვის დაჭრილები კლინიკაში არიან გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ ოპერაცია უტარდებათ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





