მარნეულში მამის და ბაბუის დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ქ.მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პაპას ზურგის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, დამზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 16-დან 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.
თაგები:
პროკურატურა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს