Logo

მარნეულში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

სამართალი
151
Frontnews image description

შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1996  წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1999 წელს დაბადებულ მ.ო.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. პოლიციამ მ.შ. ბრალდებულის სახით, მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

Advertisement