Logo

მარნეულში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

სამართალი
117
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდა და მას დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

ამჟამად დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები