
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2 მოქალაქე - 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1983 წელს დაბადებული ი.მ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთ მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთებს თაღლითურად დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე მათგანი ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს