
ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფის შეხვედრაში, “ალ თუმამას” სტადიონზე მაროკოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგია 2:0 დაამარცხა.
პირველ ტაიმში მაროკომ გოლის გატანა შეძლო, თუმცა ვიდეო რეფერიმ ის თამაშგარე მდგომარეობის გამო გააუქმა, საბოლოოდ პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ნახევარში კი სრული სენსაცია მოხდა. ბელგიელებმა საკუთარ კარში ორი უპასუხო ბურთი მიიღეს, 73-ე წუთზე ანგარიში აბდელჰამიდ სამირმა გახსნა, ხოლო მატჩის მიწურულს თავი ზაქარია აბუხლალმა გამოიჩინა.
ძალიან დაიძაბა სიტუაცია F ჯგუფში, სადაც მომდევნო შეხვედრა ხორვატიისა და კანადის ეროვნულ ნაკრებებს შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
მსოფლიო ჩემპიონატი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს