მაროკოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 632 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 329 დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
მაროკოს ქალაქ მარაკეშთან მომხდარ 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 632 ადამიანი დაიღუპა და 329 დაშავდა.
ძველ ქალაქში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, რამდენიმე შენობა ჩამოინგრა. ქუჩები სავსეა ნანგრევებით, ბევრი ადამიანი კი ნანგრევების ქვეშ არის ჩარჩენილი. მსხვერპლის და ნგრევის უმეტესობა მიწისძვრის ეპიცენტრთან ახლოსაა.
თაგები:
მიწისძვრა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს