მარტა კოსი – ევროკომისიის წინადადება პასუხია დემოკრატიულ უკუსვლას და ძალადობრივ რეპრესიებზე


ავტორი
Front News საქართველო
ევროკომისიის დღევანდელი წინადადება პასუხია მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლას და მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ რეპრესიებზე, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც მარტა კოსი წერს, ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი.
“ევროკომისიის დღევანდელი წინადადება, შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა საქართველოდან ოფიციალური პირებისთვის, არის პასუხი მიმდინარე დემოკრატიულ უკუსვლას და საქართველოს მმართველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ ძალადობრივ რეპრესიებზე.
ევროკომისიამ უკვე გადაამისამართა დაფინანსება მთავრობიდან სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისადმი და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერების გზებს შეისწავლის. ევროკავშირი დგას ქართველ ხალხთან, რომლის არჩევანია ევროპული მომავალი. ევროკავშირის კარი ღია რჩება“, – წერს მარტა კოსი.
ევროკომისიამ საქართველოში დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების წინადადება წარადგინა. საბჭო ამ წინადადებას თუ მიიღებს, ქართველ დიპლომატებს, თანამდებობის პირებს და მათ ოჯახის წევრებს, რომლებსაც დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტები აქვთ, ევროკავშირში მოკლევადიანი ვიზიტებისთვის – 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე ვადით ვიზა დასჭირდებათ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს