Logo

მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს

Frontnews image description

მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

წმინდა ანდრიას უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომაც ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის პირველი მოციქული, პეტრე მოციქულის ძმა, საქართველოში უფლის მცნებების საქადაგებლად უშუალოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დავალებით გამოემართა.

 

საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში წმინდა ანდრიას უნდა ექადაგა.

 

უფლის მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ჰქონდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი.

 

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პეტრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები