მართლმადიდებელი ეკლესია 21 ნოემბერს მთავარანგელოზობას აღნიშნავს


ავტორი
Front News საქართველო
მართლმადიდებელი ეკლესია 21 ნოემბერს მთავარანგელოზობას აღნიშნავს. რელიგიური სწავლების თანახმად, მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წმინდა მთავარანგელოზების, მიქაელის და სხვათა უხორცოთა ძალთა: გაბრიელის, რაფაელის, ურიელის, სელაფიელის, ეგუდიელის, ვარახიელისა და იერომიელის ხსენებას აღნიშნავენ.
წმინდა მთავარანგელოზების კრების აღნიშვნა IV საუკუნის დასაწყისში ლაოდიკიის კრებაზე გადაწყდა. კრებამ ანგელოზებისადმი ღვთიური პატივის მიგება დაგმო და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დააწესა.
ანგელოზთა დასი სამ იერარქიად იყოფა. უმაღლეს იერარქიას სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი შეადგენენ. საშუალო იერარქიის ანგელოზები არიან – უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. ანგელოზთა უმდაბლესი იერარქია კი სამ დასს მოიცავს, ესენია საწყისი მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.
თაგები:
მთავარანგელოზობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს