Logo

“მართლმსაჯულებას აქვს თავისი კალენდარი და ის ხშირად არ ემთხვევა პოლიტიკურ კალენდარს”

საზოგადოება
1534
Frontnews image description

მართლმსაჯულებას აქვს თავისი კალენდარი და ის ხშირად არ ემთხვევა პოლიტიკურ კალენდარს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გაანცხადა. 

"ის განცხადებები, რაც საჯაროდ კეთდება, არის არარელევანტური, ვინაიდან ერთადერთი მიზანი აქვს მათ შორის ნიკა მელიას განცხადებას, რომ რამენაირად ზიანი მიაყენოს ქვეყანას, სასამართლო სისტემას, მართლმსაჯულებას, ყველაფერს, რაც კი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შეარყიოს ქვეყნის სტაბილურობა, გამოიწვიოს რაიმე სახის არეულობა, წყლის ამღვრევა, რომ საბოლოო ჯამში ხალხს წაგლიჯონ ის ძალაუფლება, რომელიც არჩევნების გზით მათ ხალხმა არ მიანიჭა. 

მართლმსაჯულებას აქვს თავისი კალენდარი. ის ხშირად არ ემთხვევა პოლიტიკურ კალენდარს, ასე რომ, აქ ვერაფერს ვერ ვიზამთ. მართლმსაჯულებას აქვს თავისი პროცედურები და ამ პროცედურებით წარიმართა ყველაფერი", – განაცხადა პაპუაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები