მარტინ ვინცენი - მიუღებელია საქართველოს შიდა საქმეებში ევროკავშირის სახელით ჩარევა

ავტორი
Front News საქართველო
გერმანია საერთაშორისო თვალსაზრისით ძალიან ცუდად მოქმედებს. ბევრ ქვეყანასთან ურთიერთობები გავიფუჭეთ. ვერევით სხვის საქმეში როდესაც თან არ გვაქვს ხელთ შესაბამისი საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტები, - განაცხადა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AFD-ს) ვესტფალიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ დოქტორმა მარტინ ვინცენმა გერმანიაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას.
ამ ფონზე, AFD-ს პარტიაში მიაჩნიათ, რომ გერმანიის მიერ წარმოებულმა საგარეო პოლიტიკამ ბევრ სახელმწიფოსთან არსებული კარგი ურთიერთობები შეიწირა.
მისი განცხადებით, საქართველო უნდა იმართებოდეს საქართველოდან და არა ევროკავშირიდან.
"სამწუხაროდ, ევროკავშირი სხვადასხვა მიმართულებით და სხვათა საქმეში ერევა. ჩვენთვის ეს დაუშვებელია და მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს საერთო ევროპული პოლიტიკა შიდა პოლიტიკისგან. აუცილებელია სახელმწიფოთა დამოუკიდებლობის პატივისცემა. სხვათა შიდა პოლიტიკაში ჩაურევლობა. დაუშვებელია სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა ისე, როგორც ეს არც თუ ისე შორეულ წარსულში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის გამოყენებით ხდებოდა. საქართველო უდიდესი ტრადიციების უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სხვა თუ არაფერი, თქვენ კაცობრიობას ღვინო და ბევრი სხვა შესანიშნავი რამ აჩუქეთ. ჩვენთვის სასურველია თქვენთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ჩვენთვის მიუღებელია საქართველოს შიდა საქმეებში ევროკავშირის სახელით ჩარევა. ჩვენ ევროკავშირს უპირველეს ყოვლისა როგორც სამშობლოთა კავშირს ისე ვუყურებთ. საქართველო უნდა იმართებოდეს საქართველოდან და ქართული პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს ქართველი პოლიტიკოსების მიერ და არა ევროკავშირის მიერ, რომელიც საქართველოსთან ერთად სხვა ქვეყნების შიდა საქმეებშიც უხეშად ერევა“, - განაცხადა მარტინ ვინცენმა.
თაგები:
მარტინ ვინცენი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


