“მარცვლეულის დერეფნის” შესახებ ერდოღანის და პუტინის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან “მარცვლეულის დერეფნის“ საკითხი განიხილა.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, “მარცვლეულის დერეფანმა“ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასურსათო კრიზისის პრევენციაში. ამავდროულად, თურქეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ანკარა მზად არის შუამავლობისთვის უკრაინასთან მისი აღდგენის საკითხში.
პუტინის განცხადებით კი, ახალი ინიციატივები რუსეთთან არ განხილულა.
“ვიცით, რომ თურქეთის პრეზიდენტის შუამავლობით მიღწეული იქნა შეთანხმებები, შეთანხმებული იქნა დოკუმენტების პროექტები რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის, მაგრამ შემდეგ უკრაინამ ისინი ნაგავსაყრელზე გაუშვა. ამას არავინ უბრუნდება. ჩვენ გვესმის ახალი ინიციატივების შესახებ, მაგრამ ეს ეს ჩვენთან არასდროს ყოფილა განხილული, ამიტომ ჩვენ ვერაფერს ვიღებთ ახალს“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ჩინეთის, თურქეთისა და აფრიკის ქვეყნების შუამავლობაზე უარს არ ამბობს.
პუტინის და ერდოღანის შეხვედრა დღეს სოჭში გაიმართა.
თაგები:
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ზელენსკიმ სამინისტროებს და სამხედროებს დაავალა, “მარცვლეულის დერეფნის” გასაგრძელებლად მოემზადონ

სტამბოლში “მარცვლეულის დერეფნის” შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი

მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შესახებ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს