მარტვილის მუნიციპალიტეტში, წაჩხურუს მთის ფერდობზე ხანძარია


ავტორი
Front News საქართველო
მარტვილის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი წაჩხურუს მთის ფერდობს უკიდია.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტში რვა ლოკაციაზე იყო ხანძარი, თუმცა ამწუთას მხოლოდ ერთ ადგილას, ნობულევის მხარეს, წაჩხურუს მთის ფერდობზეა, რომელსაც სავარაუდოდ, მალე ჩააქრობენ“, – განაცხადა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ.
მისივე თქმით, ხანძარი არ არის მოსახლეობის სიახლოვეს და ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
თაგები:
მარტვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს