მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტორი
Front News საქართველო
მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მაღალი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
დაკავებულია მძღოლი, რომელიც არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
თაგები:
მარტვილი




