Logo

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

Frontnews image description

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, გზიდან გადავარდა, რის შემდეგაც მანქანა აალდა და იქ მყოფი ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცლის მოსპობა გამოიწვია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები