“მას ეს შეურაცხყოფა არა მარტო ჩემგან, არამედ ქართული საზოგადოებისგან აშკარად ეკუთვნის”


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი აცხადებს, რომ გოგი წულაია არის "უბადრუკი" ადამიანი და მისი რიტორიკის ფონზე, მმართველი გუნდის წევრის დიტო სამხარაძის Facebook-ის პოსტი არაფერია.
ვოლსკის თქმით, ქართული საზოგადოებისგან გოგი წულაიას "შეურაცხყოფა ეკუთვნის".
"გოგი წულაია არის უბადრუკი, ხეპრე ადამიანი, რომელმაც ძალიან ცუდი ტრენდი შემოიტანა და გოგი წულაია იმ ადამიანების ნაკრები პიროვნებაა, რომლებიც ღიად იგინებიან და ამით გამოხატავენ სიხარულს. ამის ფონზე დიტო სამხარაძის დადებული პოსტი და შემდეგ წაშლილი ან გაღიზიანებული ადამიანის შემოძახილი არაფერია. ვამართლებ თუ არ ვამართლებ, მაგასთან დაკავშირებით დიტოსთან დავილაპარაკებ. მე არ ვამართლებ (დიტო სამხარაძეს). ვფიქრობ, არანაკლებად შეურაცხმყოფელი უნდა იყოს (გოგი წულაიასადმი). თუმცა მას ეს შეურაცხყოფა არა მარტო ჩემგან, არამედ ქართული საზოგადოებისგან აშკარად ეკუთვნის", – აცხადებს ვოლსკი.
ვოლსკის თქმით, სამხარაძის გაგება შეიძლება, რადგან "ყოველდღიურად უყურებს რამდენად დიდი სიძულვილი დაგროვდა და ერთ-ერთი ამის გამოხატულება გოგი წულაიაა".
"ქართული ოცნების" ახალწვეულმა დეპუტატმა და პარტიის რეგიონულმა მდივანმა დიტო სამხარაძემ სოციალურ ქსელში ახალი საქართველოს ყოფილ თავმჯდომარეს გოგი წულაიას აგინა და სხვა ფეისბუქმომხმარებლებსაც იმავესკენ მოუწოდა. მოგვიანებით სამხარაძემ პოსტი წაშალა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს