Logo

“მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს, დღეს ბატონი გომელაურია მინისტრი და ის ნიშნავს”

საზოგადოება
483
Frontnews image description

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებს ეხმაურება.

მისი განცხადებით, უწყებაში სამხარეო დეპარტამენტების ხელმძღვანელების როტაციის პრაქტიკა არსებობს. 

"ყოველთვის მიჭირს ჭორების კომენტირება, თუმცა ამ შემთხვევაში გავაკეთებ. შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი და საერთოდ შსს-ში არის ძალიან სწორი პრაქტიკა სამხარეო დეპარტამენტების ხელმძღვანელების როტაციის. ეს ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემ დროს იყვნენ დანიშნულები, 2 წელიწადზე მეტია ამ თანამდებობაზე მსახურობდნენ. ახლა ხდება როტაცია და ეს არის ნორმალური. მაშინ მე ვნიშნავდი დეპარტამენტის უფროსებს. დღეს ბატონი გომელაური არის მინისტრი და ის ნიშნავს, ასე ხდება ყველგან და ასეც უნდა ხდებოდეს", – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

თაგები:

Advertisement