
ავტორი
Front News საქართველო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ომალოდან შეუძლოდ მყოფი ორი ადამიანი ჩამოიყვანეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მეცხვარეებთან ერთად იმყოფებოდა აშშ-ის მოქალაქე ფოტოგრაფი, რომელიც იყო შეუძლოდ და საავადმყოფოში გადასაყვანად ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.
ასევე, ომალოს მიმდებარედ, მთაში, მწყემსებისთვის განკუთვნილ შენობაში იმყოფებოდა მწყემსი, 61 წლის მოქალაქე, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ასევე, ესაჭიროებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
აღნიშნულ ლოკაციებზე საავტომობილო გზის არარსებობის გამო, შეტყობინებებზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფმა. ომალოს მიმართულებით, მეხანძრე-მაშველები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თბილისიდან გავიდნენ.
მეხანძრე-მაშველების მიერ ორივე მოქალაქე უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ექიმები აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას", – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს