Logo

მაშველებმა ორ უცხოელ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს

Frontnews image description

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ორ უცხოელ მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ბორჯომში, გოგიას ციხის მიმდებარედ მყოფ ტურისტებს ესაჭიროებოდათ მაშველების დახმარება. დიდი ბრიტანეთის და ეგვიპტის მოქალაქეები ციხის მიმართულებით ფეხით გავიდნენ, თუმცა რთული რელიეფის გამო, უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს.

შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა.

მეხანძრე-მაშველებმა გოგიას ციხის მიმდებარედ ორი მოქალაქე იპოვეს და უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. 

მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება", – აღნიშნულია ინფორმაციაში

თაგები:

Advertisement