
ავტორი
Front News საქართველო
მაშველებმა შეუძლოდ მყოფი მოქალაქე შატილიდან თბილისში, საავადმყოფოში გადმოიყვანეს, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112”-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მოქალაქეს აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები და სამედიცინო დაწესებულებაში გადასაყვანად, დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდა სამაშველო ჯგუფის დახმარება.
შეტყობინებაზე რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა უმოკლეს დროში მოახდინა. რთული კლიმატური პირობების და საავტომობილო გზის ჩაკეტვის გამო, მოქალაქის დასახმარებლად სამაშველო ჯგუფი შატილის მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაემგზავრა.
ამ დროისთვის, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმების მიერ, მოქალაქე უკვე გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში, სადაც ქალბატონს აღმოუჩენენ აუცილებელ დახმარებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
მაშველები
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს