მასიმო დანჯელო – მას აძლევდნენ 14 სხვადასხვა პრეპარატს, ერთ-ერთი იყო სასიკვდილო, რამაც გაზარდა ფატალური შედეგის რისკი


ავტორი
Front News საქართველო
მას აძლევდნენ 14 სხვადასხვა პრეპარატს, ერთ-ერთი იყო სასიკვდილო, რამაც გაზარდა ფატალური შედეგის რისკი, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მასიმო დანჯელომ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება დეტოქსიკაციის მიზნით უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა.
“მის მიმართ გამოყენებული იყო პოლიფარმაცია. მას აძლევდნენ 14 სხვადასხვა პრეპარატს, ერთ-ერთი იყო სასიკვდილო და ძალიან მავნე წამალი.
ეს არის ნევროლოგიური წამალი, შექმნილი და წარმოებულია რუსეთში. ფაქტობრივად, ამ წამლების შედეგადაც ის გახდა წამების ობიექტი. ამ წამლების მიღებამ გაზარდა ფატალური შედეგის რისკი.
როგორც მასალებიდან ჩანს, ამ წამლების მიცება ციხის საავადმყოფოში დაიწყეს.
არავინ მინახავს მსგავს მდგომარეობაში, ერთ წელში ადამიანი გახდა იმ ადამიანის ანარეკლი, ვისაც ჩვენ ვიცნობდით“, – განაცხადა მასიმო დანჯელომ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს