Logo

მასუდ ფეზეშქიანი - ომი ჩვენი პირობებით დასრულდება

მსოფლიო
189
Frontnews image description

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა დაადასტურა ქვეყნის მზადყოფნა, დაასრულოს ომი აშშ-სთან და ისრაელთან, იმ პირობით, რომ მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მთავარი პირობაა გარანტიები, რომ ირანის წინააღმდეგ აგრესია აღარ განმეორდება.

თავის განცხადებაში მასუდ ფეზეშქიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი მზადაა ომის დასასრულებლად, თუმცა ეს გადაწყვეტილება "ყველა გარემოების გათვალისწინებით“ უნდა იქნეს მიღებული. მან დასძინა, რომ ირანის ეროვნული ინტერესები ნებისმიერ ფასად იქნება დაცული.

"ომი ჩვენი პირობებით დასრულდება“, - ციტირებს მის სიტყვებს ირანული მედია.

თეირანის მთავარი მოთხოვნაა გარანტიები, რომ ირანის წინააღმდეგ აგრესია აღარ განმეორდება. 

მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ნებისმიერი შეთანხმება ქვეყნის გრძელვადიანი უსაფრთხოების საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

პრეზიდენტის განცხადებების მიუხედავად, ირანში საბოლოო ძალაუფლება უზენაეს ლიდერს, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის ეკუთვნის. ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია და ომისა და მშვიდობის საკითხებში გადამწყვეტი სიტყვა ეკუთვნის.

ფეზეშქიანმა, რომელიც რეფორმისტული ფრთის წარმომადგენლად ითვლება, შესაძლოა, მოლაპარაკებების სურვილი გამოთქვას, თუმცა მთავარი სიტყვა ხამენეის ეკუთვნის.

აშშ-ისრაელის ომი ირანთან ერთ თვეზე მეტია, გრძელდება. კონფლიქტის ეკონომიკურმა შედეგებმა ნავთობის გლობალურ ბაზარს დაარტყა - ფასებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია.

პენტაგონმა განაცხადა, რომ კონფლიქტი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. ამავდროულად, ისრაელმა დაადასტურა მზადყოფნა, კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში დაარტყას ირანის ობიექტებს და ამისთვის საკმარისი სამიზნეები და საბრძოლო მასალა აქვს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები