Logo

“მატება შეინიშნება, პიკი როდის იქნება ზუსტად ვერ გეტყვით”

საზოგადოება
298
Frontnews image description

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კოვიდინფიცირების მაჩვენებელი გაზრდილია. მისი განმარტებით, იმისთვის რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე, შემთხვევების ძალიან დიდ რაოდენობის მატებაზე, აუცილებელია წესების დაცვა.

"მატება შეინიშნება, პიკი როდის იქნება ზუსტად მე ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და გარკვეულწილად დაიცავენ იმ რეკომენდაციების რაც აუცილებელია, რომ ეს პიკი რაც შეიძლება სწრაფად დავწიოთ",-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზეც საუბრობს.

"ვაქცინაციის პროცესი თავდაპირველად არ იყო აქტიური, მაგრამ, ნაკლები აქტივობა ჩვენს ცენტრთან მიმართებაში არ შეინიშნებოდა. ჩვენთან, პირველი დღიდან კეთდება "ასტრაზენეკათი" ვაქცინაცია და შემიძლია გითხრათ, რომ მარტო "ასტრაზენეკათი" დაახლოებით 4 500 მოქალაქე არის აცრილი", – განაცხადა ეზუგბაიამ.

თაგები:

Advertisement