
ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკი ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, ვარშავამ საქართველოს მთავრობას მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანა შესთავაზა.
“პოლონეთმა შესთავაზა საქართველოს მთავრობას, და მე ამის შესახებ ბევრ პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეძლოს პოლონეთში მკურნალობა. ჩვენ, უბრალოდ, გვეშინია, რომ საქართველოში მას შეიძლება, ყველაფერი უარესი დაემართოს.
თუ საქართველოს სურს, ჰქონდეს დადებითი პასუხის იმედი თავის ევროპულ მისწრაფებებზე, მაშინ ის სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ მიმართვას, რომელსაც საგარეო სამსახურები უკვე აყალიბებენ“, – განაცხადა მორავეცკიმ.
თაგები:
მატეუშ მორავეცკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს