მატეუშ მორავიეცკი – უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო მისიის იდეას სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს


ავტორი
Front News საქართველო
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიის იდეას სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს.
“მედიაში წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაციიდან უკვე ვიცით, რომ დანიიდან და ლიეტუვადან დადებითი გამოხმაურება იყო. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ სხვა წევრმა-სახელმწიფოებმაც გამოხატეს მოწონება, მაგრამ ისინი ასევე ელიან გარკვეულ მხარდაჭერას და „საერთო ხმას“ ნატო-სგან. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ იმას, რომ ეს ნატო-ს მისია უნდა იყოს.
მათთვის, ვინც სკეპტიკურად არის განწყობილი და იყვნენ ასეთები ევროპული საბჭოს დარბაზში, მინდა წარმოიდგინონ, რომ მთელი უკრაინა მარიუპოლი, დაბომბილი ადგილი ხდება, საიდანაც ხალხი გარბის“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
თაგები:
მატეუშ მორავეცკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს