Logo

“მათ შეთქმულება მოაწყვეს, სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი, რომ ჩხუბი ყოფილიყო”

საზოგადოება
372
Frontnews image description

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ დღეს ეპარქიაში ვითარება ჟურნალისტებმა გაამწვავეს და სასულიერო პირებმა მოუწყვეს შეთქმულება. 

მეუფე სტეფანეს თქმით, სწორედ მათ მოიყვანეს ის ხალხი, რომელმაც ჩხუბი დაიწყო.

"სასულიერო პირებს შორის დღეს იყო კრება. მოწვეული იყო ყველა, ვისაც უნდოდა კითხვების დასმა. ყველას მოვუსმინე. პასუხების გაცემის დრო რომ დადგა, პასუხების გაცემის საშუალება არ მომცეს. ჟურნალისტებმა გაამწვავეს ვითარება და შემოიჭრნენ შიგნით… არ მომისმინეს. ის ხალხი რომ ყვირის, მათ შეთქმულება მოაწყვეს, სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი, რომ ჩხუბი ყოფილიყო. არ ვაპირებ ეპარქიის დატოვებას", – აცხადებს მეუფე სტეფანე. 

თაგები:

Advertisement