Logo

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს

პოლიტიკა
1313
Frontnews image description

ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები დაინიცირდება.

 

ცვლილებებით, მსგავსს დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

 

ამასთან, ცვლილებებით კონკრეტდება, რომ მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი, მათ დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარის. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა კი გაიზრდება.

 

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედია მომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები