
ავტორი
Front News საქართველო
81 ხმით დაუჭირა პარლამენტმა მხარი ცვლილებებს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში.
კანონით გათვალისწინებულია სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდებისთვის პასუხის უფლების რეგულირება. ცვლილება ასევე ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლების მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვის გარანტიებს, სარეკლამო კომუნიკაციების განახლებულ წესებს და ვიდეოგაზიარების პლატფორმების რეგულირების შემოღებას.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილების მიღებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოდის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ შესაბამის ევრო დირექტივასთან.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, გელა სამხარაული, ლევან მგალობლიშვილი, გიორგი ამილახვარი, ბაია კვიციანი, ირაკლი მეზურნიშვილი, ქეთევან დუმბაძე და ბექა ოდიშარია.
თაგები:
კანონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს