Logo

“მდგომარეობა ძალიან მძიმეა” – უკრაინის შსს-მ ფრონტზე ყველაზე ცხელი წერტილები დაასახელა

უკრაინა
804
Frontnews image description

სევეროდონეცკის და სლავიანკის მიმართულება ფრონტზე ყველაზე ცხელ წერტილებად რჩება, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

 

მან აღნიშნა, რომ სევეროდონეცკში მდგომარეობა “ძალიან რთულია”, რუსმა დამპყრობლებმა ქალაქში მნიშვნელოვანი ძალები შეიყვანეს.

 

დენისენკოს თქმით, მეორე ყველაზე ცხელი წერტილია სლავიანსკის მიმართულება.

 

“რუსები ახლა მაქსიმალური ძალების კონცეტრაციას ახდენენ, რაც იქ ჰყავთ. 20-ზე მეტი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი უკვე კონცენტრირებულია ამ მიმართულებით, ერთი ასეთი ჯგუფი კი 600-800 კაცია, 30-ზე მეტი ჯავშანტრანსპორტიორი და 10 ტანკი”, – განაცხადა დენისენკომ.

Advertisement