მდინარე ლეხინდარში 17 წლის მოზარდს ეძებენ


ავტორი
Front News საქართველო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფელ ლეხინდრისთავში მდინარე ლეხინდარში 17 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც Front News-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ დროისათვის ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
წყალტუბოს მერიის წარმომადგენელის თქმით, 17 წლის მოზარდი ხიდზე მშობლებთან ერთად გადადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა.
“მოზარდი მშობლებთან ერთად ხიდზე გადადიოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და მდინარეში გადავარდა, რის შემდეგაც ბიჭის გადასარჩენად მდინარეში მამაც გადახტა. ადგილზე ამ დროისათვის იმყოფებიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მდინარე წყალუხვობით არ გამოირჩევა და იმედია, ახალგაზრდის უვნებლად გადარჩენა მოხერხდება“, – განაცხადეს წყალტუბოს მერიაში.
ადგილზე იმყოფება სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე,


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს