Logo

მდინარე სუფსაში გადავარდნამდე მძღოლმა ტრაილერიდან გადახტომა მოასწრო

შემთხვევა
1369
Frontnews image description

გურიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, მდინარე სუფსაში ტრაილერის გადავარდნამდე მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოხტომა მოასწრო, შემდეგ კი მდინარიდან მეთევზეებმა ამოიყვანეს. მას კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა. 

 

მძღოლის თქმით, წინ მიმავალმა ავტომობილმა მოულოდნელად დაამუხრუჭა, მან აცილება სცადა და ამის გამო, საჭე ვეღარ დაიმორჩილა. 

 

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

Advertisement