Logo

მდინარე ჭანჭახმა ხიდის ბურჯი დააზიანა

საზოგადოება
1099
Frontnews image description

ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად, მდინარე ჭანჭახმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე გზაგამტარი ხიდის ბურჯი დააზიანა.

 

ხიდის სავალ ნაწილზე გაჩნდა ბზარები, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე, მძიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.

 

ტიქიის ზონაში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, იმყოფებოდნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაპუნა გამყრელიძე და ამავე დეპარტამენტში მომუშავე გადაწყვეტილების მიმღები პირები. ასევე, მოადგილეებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი.

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის პაპუნა გამყრელიძის განცხადებით, უმოკლეს ვადებში დაიწყება დროებითი სახიდე გადასასვლელის მოწყობის სამუშაოები.

 

მიმდინარე წლის ივნისის თვეში მოსულმა უხვმა ნალექმა ონის მუნიციპალიტეტს პრობლემები შეუქმნა.

 

რამდენიმე სოფელში დაზიანდა საგზაო ინფრასტრუქტურა, შიდა სასოფლო გზები, სახიდე გადასასვლელები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები