Logo

Logo

მძღოლი, რომლის ავტომანქანასაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, დაიღუპა

შემთხვევა
Frontnews image description

მძღოლი, რომლის სატვირთო მანქანასაც რკინის კონსტრუქცია დაეცა, დაიღუპა. 

არსებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლმა შუქნიშანთან დაამუხრუჭა, რა დროსაც რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილით გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მის კაბინას დაეცა.

მაშველებმა 35 წლის მამაკაცის ავტომობილიდან გამოყვანა შეძლეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები