Logo

მე-10 მოწვევის პარლამენტის მეორე საშემოდგომო სესია გაიხსნა

პოლიტიკა
07.09.2021 / 13:18
Frontnews image description

საქართველოს კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სექტემბრის პირველ სამშაბათს, საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
 

სხდომის დასაწყისში, სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, კოლეგებს 7 სექტემბერს, 12.00 საათიდან,  პლენარული სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას ბრძანება გააცნო.
 

2 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღევანდელი პლენარული სხდომის შემდეგ, პლენარული სხდომები არჩევნებამდე აღარ გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები