მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე სიტუაციური სწავლება დაასრულა. ორფოლოს პოლიგონზე ასეულის პირადმა შემადგენლობამ წვრთნების დასკვნით ეტაპზე საბრძოლო სროლებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების, პოზიციების ჩასაფრებისა და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა.
გეგმიური სწავლების დასკვნით ნაწილს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრნენ, რომლებმაც წვრთნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მოისმინეს.
ასეულის დონის საველე სიტუაციური სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის, სნაიპერების, საინჟინრო, საარტილერიო და სატანკო ქვედანაყოფების, ასევე ქვეითი საბრძოლო მანქანების მხარდამჭერი ელემენტებით მიმდინარეობდა.
თაგები:
ბატალიონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს