მე-13 ქვეითი ბატალიონის საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა


ავტორი
Front News საქართველო
აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 ქვეითი ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. ორფოლოს პოლიგონზე დღის და ღამის პირობებში ასეულის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების და განეიტრალების ოპერაცია განახორციელა.
გეგმიურ სწავლებას თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე დაესწრო და წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ასეულის დონის საველე სწავლება 82 მმ-ის ნაღმმტყორცნის სნაიპერების და საინჟინრო ქვედანაყოფის მხარდამჭერი ელემენტებით ჩატარდა.
ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება ორფოლოს პოლიგონზე ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლების მიზანს ქვედანაყოფის დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.
თაგები:
ბატალიონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს