მე-4 ბრიგადის სამხედროებს კრიზისული სიტუაციების მართვაში წვრთნები ჩაუტარდათ


ავტორი
Front News საქართველო
მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვაში სწავლება ჩაუტარდათ. ბრიგადის პირადი შემადგენლობის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა კრიზისული სიტუაციების მართვის, საგანგებო სიტუაციებსა და სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით გადაუდებელი და აუცილებელი მოქმედებები წარუდგინეს. სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის მოხმარების წესების გაცნობის შემდეგ, სწავლების მონაწილეებმა ველზე გადაინაცვლეს და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებები პრაქტიკაში განახორციელეს.
სწავლება ეროვნული გვარდიის მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა. ღონისძიება მიზნად ისახავდა თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებისთვის საგანგებო სიტუაციებში, განსაკუთრებით ლოკალურ დონეზე სწრაფად და სწორად რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.
დასავლეთის სარდლობის ქვედანაყოფებში აღნიშნული სწავლების ჩატარების შემდეგ, ამჟამად წვრთნას აღმოსავლეთის სარდლობის ქვედანაყოფები გადიან.
კრიზისული სიტუაციების დროს, მსგავსი სწავლებები ხელს უწყობს უწყებათშორისი თანამშრომლობის გაძლიერებასა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწას.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს