მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალებში მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ახლადგარემონტებულ ლაზარეთში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა. დამატებითი პუნქტის გახსნის საჭიროება დღის წესრიგში ბრიგადის პირადი შემადგენლობის მაღალი მიმართვიანობის შესაბამისად დადგა.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, სამხედროებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება სამუშაო ადგილის შესაბამისად შეუძლიათ.
თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. ასევე, ვაქცინაციის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გორსა და ქუთაისში მდებარე თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალსა და სამედიცინო ცენტრში.
თაგები:
ვაქცინაცია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს