მე-4 ქვეით ბრიგადაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. სტუდენტებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ უმასპინძლეს.
მინისტრის მოადგილემ და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სტუდენტებს სიტყვით მიმართეს, მომავალში წარმატებები უსურვეს და ერთობლივი სამომავლო გეგმები დასახეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან სტუდენტები ქვედანაყოფის შექმნის ისტორიასა და ამოცანებს გაეცნენ.
სტუდენტებმა ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ჯარისკაცების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მათ სამედიცინო პუნქტი და სპორტული დარბაზები მოინახულეს და ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.
მოგვიანებით გაიმართა საჩვენებელი სწავლება, რომელიც დაჭრილების ევაკუაციასა და დაბრკოლების ზოლის გადალახვას მოიცავდა. ვიზიტორებმა ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს. ღია კარის დღე სიმულაციურ ცენტრში სროლებით დასრულდა.
ღია კარის დღეები თავდაცვის ძალებში საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის, მათ შორის სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის რეგულარულად ტარდება. ღონისძიების მიზანს თავდაცვის ძალების შესახებ ახალგაზრდა თაობის ინფორმირებულობის გაზრდა და ქართული ჯარის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს