მე-4 ქვეითი ბრიგადა 18 წლისაა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადა 18 წლისაა. ვაზიანში, პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა.
ცერემონიალის დაწყებამდე, სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით – „გენერალი კვინიტაძე”, “უმწიკვლო სამსახურისთვის“, “გიორგი ანწუხელიძე”, „გენერალი მაზნიაშვილი”, „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „საბრძოლო იარისთვის“ დაჯილდოვდნენ.
საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრიც, სადაც გამარჯვებულ ქვედანაყოფს ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა.
სამხედრო ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისა და თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ მოეწყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა.
მე-4 ქვეითი ბრიგადის იუბილე ვოკალურ-ინსტრუმენტალური ანსამბლის – „თორდასა“ და ანსამბლ „მამულიშვილების“ კონცერტით დასრულდა.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს