მე-4 ქვეითი ბრიგადა 19 წლისაა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 19 წლისაა. პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. სტუმრებმა და ბრიგადის ხელმძღვანელმა პირებმა ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. სამხედროებს უწყებრივი მედლები – „გენერალი კვინიტაძე”, „უმწიკვლო სამსახურისთვის“, „გიორგი ანწუხელიძე”, “გენერალი მაზნიაშვილი”, “სამშობლოსათვის თავდადებული“ და „საბრძოლო იარისთვის“ გადაეცათ. გაიმართა სპორტული შეჯიბრებაც, სადაც გამარჯვებულ ქვედანაყოფს ბრიგადის გარდამავალი თასი, მედლები და სერტიფიკატები გადაეცა.
ბრიგადის იუბილესთან დაკავშირებით, სამხედროების ოჯახის წევრებისა და ვაზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის „ღია კარის დღეც“ მოეწყო. მათ დაათვალიერეს ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა. ღონისძიება გმირთა ხეივანში ხეების დარგვით დასრულდა.
თაგები:
მეოთხე ბრიგადა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა