მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა საველე წვრთნები დაასრულეს


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონმა ვაზიანის პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. საველე სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებს უჭერდნენ მხარს ქვეითთა სადაზვერვო ჯგუფები.
დასკვნითი საველე სწავლებისას 44-ე საარტილერიო ბატალიონის ბატარეებმა წინასწარ განსაზღვრულ ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
ორკვირიანი გეგმიური სწავლების ფარგლებში ქვედანაყოფებმა რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. სწავლების მიზანი ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება იყო, რასაც ბატალიონმა წარმატებით გაართვა თავი.
სწავლებას, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის ჯორჯიის შტატის 118-ე საარტილერიო ბატალიონის წარმომადგენლები დაესწრნენ და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
თაგები:
წვრთნა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს